თავში

აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას კონტაქტებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები გაუგზავნა

​აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას კონტაქტებთან დაკავშირებით
აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას კონტაქტებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები გაუგზავნა

ვაშინგტონმა ფხენიანს განსახილველად კონკრეტული წინადადებები გაუგზავნა და პოზიტიური პასუხის იმედი აქვს, - ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მიზანი კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაცია.

"ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის წარმომადგენლებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ჩვენ გავაკეთეთ კონკრეტული წინადადებები. იმედი გვაქვს, რომ დადებით პასუხს გაგვცემენ", - განაცხადა პრაისმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system