თავში

აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას რაკეტების გაშვების გამო სანქციები დაუწესა

​აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას რაკეტების გაშვების გამო სანქციები დაუწესა
აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას რაკეტების გაშვების გამო სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების პროგრამის წინააღმდეგ პირველი სანქციები დააწესა. ამის მიზეზი ქვეყნის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტების ბოლო რამდენიმე გამოცდა არის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

სანქციები ექვს ჩრდილოეთ კორეელს, ერთ რუსსა და რუსულ ფირმას შეეხო, რომელიც ვაშინგტონის განცხადებით, ამ პროგრამებისთვის რუსეთიდან და ჩინეთიდან საქონლის მიწოდებაზე იყო პასუხისმგებელი.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ამ ნაბიჯების მიზანი ჩრდილოეთ კორეის პროგრამების განვითარების პრევენციაა. 

ცნობისთვის, 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ იაპონიის სანაპირო დაცვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ეს ჰიპერბგერითი რაკეტა იყო. 

მანამდე, 5 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე, სულ მცირე, ერთი ამოუცნობი ჭურვი გაისროლა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ამ კვირაში გასროლილი ჭურვი ჰიპერბგერითი რაკეტა იყო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system