თავში

აშშ-მა ირანელ მინისტრს სანქციები დაუწესა

​აშშ-მა ირანელ მინისტრს სანქციები დაუწესა
აშშ-მა ირანელ მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანის ნავთობის მინისტრს, ბიჯან ზანგანეს სანქციები დაუწესა. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გაავრცელა.

სასანქციო სიაში ირანის რამდენიმე მოქალაქე, კომპანია და ორგანიზაცია მოხვდა.

შეზღუდვები დაწესდა ორი ტანკერის წინააღმდეგ, რომლებიც ჰონდურასის და პანამის დროშის ქვეშ ცურავენ. აშშ-ში აცხადებენ, რომ ეს ხომალდები ირანის ნავთობის ეროვნულ კომპანიასთანაა დაკავშირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system