თავში

აშშ-მა კორონავირუსის გამო პოლონეთში წვრთნები გადადო

​აშშ-მა კორონავირუსის გამო პოლონეთში წვრთნები გადადო
აშშ-მა კორონავირუსის გამო პოლონეთში წვრთნები გადადო

აშშ-ისა და პოლონეთის ერთობლივი წვრთნები, რომელიც მაისში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო ივნისში გადაიდო. სამხედრო სწავლება, ჯარისკაცების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 5-დან 19 ივნისის ჩათვლით, დრავსკო-პომორსკეს პოლიგონზე, განსხვავებული გეგმით ჩატარდება.

წვრთნებში მონაწილეობას 2000 პოლონელი და 4000 ამერიკელი, სულ 6000 სამხედრო მიიღებს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის განცხადებით, პენტაგონმა მარტში შეაჩერა Defender Europe-ის წვრთნებში სამხედროების გადასროლა. შესაბამისად სამხედრო სწავლებების სერია Dynamic Front, Joint Warfighting Assessment, Saber Strike და Swift Response არ გაიმართება.

მანამდე სარდლობამ ასევე განაცხადა, რომ ამცირებს წვრთნებში მონაწილე სამხედროების რაოდენობას. Defender Europe-ის ფინალური ნაწილი, თავდაპირველი გეგმის თანახმად, 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით გერმანიის, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე, 18 სახელმწიფოს 37 000 სამხედროს მონაწილეობით უნდა გამართულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system