თავში

აშშ-მა "ლა სენიორას" სანქციები დაუწესა

​აშშ-მა "ლა სენიორას" სანქციები დაუწესა
აშშ-მა ლა სენიორას სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კოლუმბიური ნარკოკარტელის ხელმძღვანელ ქალს, მეტსახელად "ლა სენიორას" და მის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

"მუსო ტორესი (იგივე "ლა პატრონა", ან "ლა სენიორა" ნარკოტიკებით ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, რომელიც სანტა-მარტაში მდებარეობს", - აღნიშნეს უწყებაში.

გავრცელებული ცნობით, ეს ქალი კოლუმბიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ყველა მნიშვნელოვან საზღვაო დერეფანს აკონტროლებს.

სასანქციო სიაში "ლა სენიორას" ორი ვაჟი და ქმარიც, ასევე ოჯახის მფლობელობაში მყოფი კომპანიები Exclusive Import Export და Poligono Santa Marta მოხვდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system