თავში

აშშ-მა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას ლიცენზია არ მიანიჭა

აშშ-მა ​Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას ლიცენზია არ მიანიჭა
აშშ-მა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას ლიცენზია არ მიანიჭა

კომპანია Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ან ლიცენზირებული არ არის, თუმცა, ადმინისტრაციამ 16 წელს მიღწეულ პირებში მისი გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ განცხადება Pfizer-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

გამოცემა Financial Times-ის ცნობით, ვაქცინის პირველ დოზას პაციენტები უახლოესი 24 საათის განმავლობაში მიიღებენ. ვაქცინაცია პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მუშაკებსა და მოხუცთა თავშესაფარში მყოფ პირებს ჩაუტარდებათ. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ცნობით, არსებობს ”მკაფიო მტკიცებულება” იმის შესახებ, რომ ვაქცინა Covid-19-ის პრევენციის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდეს.

”ჩვენმა ერმა მიაღწია სამედიცინო სასწაულს. ჩვენ ცხრა თვეში უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა მივიღეთ”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, ვაქცინის პირველ დოზაც პაციენტი უახლოეს 24 საათში მიიღებს, თუმცა აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა ალექს აზარმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია 14 დეკემბრიდან დაიწყება.

აშშ მეექვსე ქვეყანაა, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ბაჰრეინის, საუდის არაბეთისა და მექსიკის შემდეგ, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system