თავში

აშშ-მა "როსნეფტის" ვიცე-პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

​აშშ-მა "როსნეფტის" ვიცე-პრეზიდენტს სანქციები დაუწესა
აშშ-მა როსნეფტის ვიცე-პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებულ სასანქციო სიაში კომპანია "როსნეფტის" ვიცე-პრეზიდენტი, დიდიე კასიმირო შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ სახაზინო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სანქციები ასევე "როსნეფტის" ქვედანაყოფის "Rosneft Trading SA-ზე ვრცელდება, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიდიე კასიმიროა.

მანამდე აშშ-მა "როსნეფტი" და მისი შვილობილი კომპანია ვენესუელური ნავთობის გარე ბაზრებისთვის მიწოდებაში დაადანაშაულა.

თებერვლის დასაწყისში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვენესუელასთან დაკავშირებით სხვა შემზღუდავ ზომებთან ერთად კომპანიას სანქციებს დაუწესებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system