თავში

აშშ-მა სამი ათეული ირანული საიტი დაბლოკა

​აშშ-მა სამი ათეული ირანული საიტი დაბლოკა
აშშ-მა სამი ათეული ირანული საიტი დაბლოკა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებული 33 ვებ-გვერდი დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, გადაწყვეტილება ირანის დეზინფორმაციულ საქმიანობას უკავშირდება.

სასამართლოს განკარგულების საფუძველზე გაითიშა გვერდები, რომლებსაც ირანის ისლამური რადიოსა და ტელევიზიის კავშირი (IRTVU) იყენებს და სამი ვებ-გვერდი, რომელსაც აშშ – ის სანქციების დარღვევით Kata'ib Hizballah (KH) მართავს.

დაბლოკილ ვებგვერდებს შორისაა ირანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Press TV და al-Masirah TV, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები მართავენ.

გვერდებზე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სავაჭრო დეპარტამენტის ლოგოებია გამოსახული.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. გავრცელებული ცნობით, განცხადებას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system