თავში

აშშ-მა სირიაში ავიადარტყმა განახორციელა

​აშშ-მა სირიაში ავიადარტყმა განახორციელა
აშშ-მა სირიაში ავიადარტყმა განახორციელა

აშშ-მა სირიაში, ერაყის საზღვართან, პროირანული მეამბოხეების ობიექტებზე ავიაიერიში მიიტანა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Washington Post ავრცელებს.

მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ ავიადარტყმის შედეგად შიიტური დაჯგუფების ობიექტების ინფრასტრუქტურა განადგურდა. პენტაგონში განაცხადეს, რომ ეს არის პასუხი ბოლოდროინდელ თავდასხმაზე, რომელიც ერაყში ამერიკულ და კოალიციურ ჯარებზე განხორციელდა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ამერიკელი სამხედროები ერაყული მხარის სადაზვერვო ინფორმაციას ეყრდნობოდნენ და დარტყმის სიზუსტეში დარწმუნებულები არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system