თავში

აშშ NATO-ს ღირებულებების ერთგულია - პენტაგონის ხელმძღვანელი

აშშ NATO-ს ღირებულებების ერთგულია - პენტაგონის ხელმძღვანელი
აშშ NATO-ს ღირებულებების ერთგულია - პენტაგონის ხელმძღვანელი

აშშ-ის თავდაცვის ახალმა მდივანმა ლოიდ ოსტინმა, 22 იანვარს, ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები NATO-ს ღირებულებების ერთგულია.

გამოცემა DW-ის ცნობით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე მისიებიც განიხილეს.

თავის მხრივ, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს ორივე მხარე იაზრებს და ეთანხმება.

აღსანიშნავია, რომ ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის თეთრი სახლის ყოფილი ხელმძღვანელის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ძალზე დაძაბული იყო.  

აშშ-ის კონგრესის სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე ლოიდ ოსტინის კანდიდატურა 22 იანვარს დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system