თავში

აშშ New START-ის გაგრძელებას 5 წლით გეგმავს

​აშშ New START-ის გაგრძელებას 5 წლით გეგმავს
აშშ New START-ის გაგრძელებას 5 წლით გეგმავს

თეთრი სახლი New START-ის (სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება) გაგრძელებას ხუთი წლით აპირებს. ამის შესახებ უწყების პრესმდივანმა განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში აშშ რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.

ჯენ ფსაკის განცხადებით, ამჟამად რუსეთთან ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია, ამიტომ ამ ხელშეკრულების გაგრძელება აუცილებელია.

ამასთან, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას New START-ის გაგრძელების შესახებ პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი გამოეხმაურა. ჯონ კირბის თქმით, ეს ეროვნული თავდაცვის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

”ამერიკელები ბევრად უფრო უსაფრთხონი იქნებიან, თუ START III უცვლელი დარჩება და გახანგრძლივდება”, - განაცხადა კირბიმ.

2010 წელს ხელმოწერილი New START-ი (სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება) ითვალისწინებს ბირთვული ქობინების, რაკეტებისა და ბომბდამშენების რიცხვს, რომელთა განთავსების უფლება ეძლევათ რუსეთსა და აშშ-ს. ამ ხელშეკრულებამ 1994 წელს ხელმოწერილი START 1 შეცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system