თავში

აშშ ნიგერიაში მომიტინგეების მიმართ სროლას გმობს - PHOTO

აშშ ნიგერიაში მომიტინგეების მიმართ სროლას გმობს - PHOTO
აშშ ნიგერიაში მომიტინგეების მიმართ სროლას გმობს - PHOTO

ამერიკის შეერთებული შტატები ნიგერიის ქალაქ ლაგოსში მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ სროლას გმობს. ამის შესახებ BBC წერს.

"შეერთებული შტატები ნიგერიელი სამხედრო პირების ქმედებას, აქციის მონაწილეების მიმართ ცეცხლის გახსნას გმობს. ამ პირებმა პასუხი უნდა აგონ კანონის შესაბამისად. ჩვენ ვუსამძიმრებთ ძალადობის მსხვერპლებს და მათ ოჯახებს", - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.

ცნობილია, რომ ნიგერიელმა სამხედროებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა უარყვეს.

Amnesty International-ის ინფორმაციით, ნიგერიაში უსაფრთხოების ძალების მიერ სროლისას, დემონსტრაციების დაწყებიდან დღემდე 15 ადამიანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ნიგერიელები ძარცვასთან მებრძოლი სპეცდანიშნულების რაზმის ქმედებებს აპროტესტებენ, რომელთაც, უფლებადამცველი ორგანიზაციები უკვე წლებია კორუფციაში, გამოძალვაში, ძალადობასა და წამებაში ადანაშაულებენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system