თავში

აშშ პოლონეთში საბრძოლო მასალის საცავისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ პოლონეთში საბრძოლო მასალის საცავისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ პოლონეთში საბრძოლო მასალის საცავისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს

პენტაგონი პოლონეთის საჰაერო ბაზაზე საბრძოლო მასალის შესანახი ადგილის მოწყობისთვის 100 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს.

აღინიშნა, რომ პოლონეთის ბაზაზე დაგეგმილია 54 საბრძოლო მასალის საცავის აშენება მიწის დამცავი ფენით, აგრეთვე ბაზაზე მოეწყობა მრავალი კომუნალური ოთახი, ოპერაციული ადგილი, ღობეები, სარკინიგზო ლიანდაგები. ასევე მოეწყობა საინჟინრო კომუნიკაციები და დამონტაჟდება დამხმარე აღჭურვილობა.

ცნობილია, რომ 15 აგვისტოს პოლონეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, მარიუშ ბლაშაკმა. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა,

ხელშეკრულების თანახმად, აშშ გერმანიიდან პოლონეთში 1000 ჯარისჯაცს გადაიყვანს. ამჟამად ქვეყანაში 4 500 აშშ-ის ჯარისკაცი იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system