თავში

აშშ რუსეთის წინააღმდეგ "ძალიან მტკივნეულ სანქციებს" ამზადებს - ნულანდი

​აშშ რუსეთის წინააღმდეგ "ძალიან მტკივნეულ სანქციებს" ამზადებს - ნულანდ
აშშ რუსეთის წინააღმდეგ ძალიან მტკივნეულ სანქციებს ამზადებს - ნულანდი

რუსეთის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ მოკავშირეებთან ერთად "ძალიან მტკივნეული" სანქციების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

"ჩვენ ძალიან დარწმუნებული ვართ კონსულტაციებში, რომელსაც ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ვატარებთ. ჩვენ ამაზე დაახლოებით ორთვე-ნახევარია ყველა დონეზე ვმუშაობთ, მათ შორის პრეზიდენტთან", - განაცხადა მან.

ნულანდის თქმით, აშშ-ის შეუძლია, საკუთარი ზომების მიღება, ევროპასა და სხვა მოკავშირეებს კი - პარალელური ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც გარკვეულწილად განსხვავებული, მაგრამ ასევე მტკივნეული იქნება რუსეთისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ აშშ-სა და ევროპას აქვთ საერთო გაგება, თუ რა ფინანსური სანქციები დაუწესდება რუსეთს.

გარდა ამისა, განიხილება ექსპორტის შეზღუდვები, "რაც რუსეთზე მტკივნეულ გავლენას მოახდენს".

ნულანდმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უკვე შემუშავებული სცენარის მიხედვით არის შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system