თავში

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

შეერთებულმა შტატებმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. სიაში კიდევ 8 ფიზიკური პირი მოხვდა. ისინი კომპანია „გრანდ ექსპრეს სერვისის“ წარმომადგენლები არიან. ის ყირიმში მგზავრთა გადამყვანი კომპანიის ოპერატორია. სია აშშ-ის ხაზინის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სიაში მოხვდნენ სევასტოპოლის გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი, ქალაქის საკანონმდებლო ასამბლეის სპიკერი ვლადიმერ ნემცევი და სევასტოპოლის სენატორი, ეკატერინა ალტაბაევა.

21 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ასევე სანქციები გამოაცხადა Nord Stream 2 გაზსადენის წინააღმდეგ.

აშშ-მა უკრაინაში ქმედებების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, პირველად, 2014 წლის 6 მარტს შემოიღო. მას შემდეგ ისინი რამდენიმეჯერ გაფართოვდა. სანქციები რუს მაღალჩინოსნებს, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს და კომპანიებს შეეხო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system