თავში

აშშ რუსეთისგან ახსნა-განმარტებას ელოდება - პრაისი

​აშშ რუსეთისგან ახსნა-განმარტებას ელოდება - პრაისი
აშშ რუსეთისგან ახსნა-განმარტებას ელოდება - პრაისი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის საზღვრებთან ახალი სამხედრო წვრთნების შესახებ ახსნას ან მათ შეწყვეტას ელოდება. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

"ჩვენ გვჯერა, რომ ამ შემთხვევაში დეესკალაცია რუსი სამხედროების ყაზარმებში დაბრუნებას, ამ მანევრების ახსნა-განმარტებას ან მათ შეწყვეტას, ასევე მძიმე იარაღის ჩვეულ შესანახ ადგილებზე დაბრუნებას ითვალისწინებს", - განაცხადა პრაისმა.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვარზე სამხედრო ტექნიკასა და ჯარისკაცებს გზავნიან, რათა იქ სამხედრო წვრთნები გამართონ. უწყების ცნობით, მანევრებში მონაწილეობას 3 ათასამდე სამხედრო და 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ რუსეთის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ მოკავშირეებთან ერთად "ძალიან მტკივნეული" სანქციების პაკეტს ამზადებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system