თავში

აშშ რუსეთს კიბერთავდასხმების აღკვეთისკენ მოუწოდებს

​აშშ რუსეთს კიბერთავდასხმების აღკვეთისკენ მოუწოდებს
აშშ რუსეთს კიბერთავდასხმების აღკვეთისკენ მოუწოდებს

რუსეთმა მისი ტერიტორიიდან მომავალი კიბერთავდასხმები უნდა აღკვეთოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა,

მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს, რათა ჰაკერულმა დაჯგუფებებმა პასუხი აგონ.

ბლინკენის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ კიბერთავდასხმა "Colonial Pipeline-ზე" რუსეთიდან განხორციელდა და ჰაკერები ამ დრომდე რუსეთში იმყოფებიან. ამიტომ რუსეთმა უნდა გაატაროს ზომები, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. 

ჰაკერული თავდასხმა აშშ-ის უდიდეს მილსადენ Colonial Pipelinе-ზე, რომელსაც შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხმარებული საწვავის 45 პროცენტამდე გადააქვს და დღეში 2.5 მილიონ ბარელ საწვავს ატარებს, 9 მაისს განხორციელდა. მონაცემებში შეღწევა ეგრეთ წოდებული გამომძალველი პროგრამით მოხდა, რომლის დროსაც ფაილები კოდირებული ხდება და კოდის მოხსნის სანაცვლოდ ჰაკერები ფულს ითხოვენ. ამერიკული მედია ინციდენტს რუსი ჰაკერებისგან შემდგარ DarkSide ჯგუფს უკავშირებს. მომხდართან დაკავშირებით აშშ-ის რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system