თავში

აშშ რუსეთში ექსპორტს ამკაცრებს

​აშშ რუსეთში ექსპორტს ამკაცრებს
აშშ რუსეთში ექსპორტს ამკაცრებს

აშშ-ის ხელისუფლება რუსეთში, ჩინეთსა და ვენესუელაში საექსპორტო შეზღუდვებს ამკაცრებს. მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოების ბიუროს შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში 29 ივნისს შევიდა.

ახალი წესები გარკვეულ ქვეყნებში იმ საექსპორტო საქონელზე ზღუდავს ლიცენზიის გაცემას, რომლებიც შესაძლოა სამხედროებმა, ან სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ ჩამონათვალში შევიდა მანქანათმშენებლობის, ინჟინერიის, სატელეკომუნიკაციო, პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნოლოგიური, სენსორული, ლაზერული და სხვა მოწყობილობები. მსგავსი ტექნიკის ექსპორტისთვის აშშ-ის ხელისუფლების სპეციალური ნებართვაა სჭირდება

სამინისტროს უსაფრთხოების ბიუროს  გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთი და ჩინეთი მხარს უჭერენ დიქტატურას ვენესუელაში და ცდილობენ გააფართოონ სამხედრო კავშირები და სამხედრო გაყიდვები მთელს რეგიონში.

ვენესუელაში, ბრძოლა ძალაუფლებისთვის მადუროს მემარცხენე-ცენტრისტ მთავრობას, რომელსაც მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერს, და ხუან გუაიდოს მემარჯვენე-ცენტრისტ ოპოზიციას შორის უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და 2019 წლის იანვარში თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. მსოფლიოს 50-ზე მეტმა ქვეყანამ გუაიდო ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნო. მიუხედავად ამისა, მან ვენესუელას მოქმედი ლიდერის ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორება დღემდე ვერ მოახერხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system