თავში

აშშ-ს ერთ შტატში ყველა კოვიდ-შეზღუდვა გაუქმდა

​აშშ-ს ერთ შტატში ყველა კოვიდ-შეზღუდვა გაუქმდა
აშშ-ს ერთ შტატში ყველა კოვიდ-შეზღუდვა გაუქმდა

აშშ-ის შტატ ვერმონტში, სადაც მოსახლეობის 80% კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებულია, COVID-19-თან დაკავშირებული ყველა შეზღუდვის მოხსნა გადაწყვიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, ვერმონტის სრულწლოვანი მოსახლეობის 81,1%-ს ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მაინც აქვთ მიღებული.

"ამ შტატმა მსოფლიოს აჩვენა, რისი მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც არის ადამიანთა ჯგუფი სწორი დამოკიდებულებით, რომელიც მონაცემებს აკვირდება და სამედიცინო მეცნიერებას ენდობა", - განაცხადა შტატის გუბერნატორმა, ფილ სკოტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system