თავში

აშშ-ს ჯარმა 3 ათასამდე ახალი ჯავშანმანქანა შეიძინა

​აშშ-ს ჯარმა 3 ათასამდე ახალი ჯავშანმანქანა შეიძინა
აშშ-ს ჯარმა 3 ათასამდე ახალი ჯავშანმანქანა შეიძინა

აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა 2,7 ათასი ახალი ჯავშანმანქანა JLTV (Joint Light Tactical Vehicle) შეიძინა, რომელიც მოძველებულ HMMWV (High Mobility Multipurpose Wheeled Vehicle) შეცვლის. ამის შესახებ პენტაგონის პრესსამსახურში განაცხადეს.

"პროექტის ღირებულებამ $803,9 მილიონი შეადგინა. მთავარი კონტრაქტორი, კომპანია Oshkosh Defense კონტრაქტს 2022 წლის 31 იანვრამდე დაასრულებს", - განაცხადეს თავდაცვის უწყებაში.

პენტაგონში აღნიშნეს, რომ ამ რაოდენობაში JLTV ჯავშანმანქანების პარტიაც შედის, რომელიც მონტენეგროსთვისაა განკუთვნილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system