თავში

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა პუტინს "ავტოკრატი კრიმინალი" უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა პუტინს "ავტოკრატი კრიმინალი" უწოდა
აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა პუტინს ავტოკრატი კრიმინალი უწოდა

აშშ-ში, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პრეზიდენტობის კანდიდატები გააქტიურდნენ. ბერნი სანდერსი, რომელიც დემოკრატიული პარტიის სახელით შეეცდება სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის დაკავებას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ურჩევს არჩევნებში არ ჩაერიოს. 

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ პუტინს "ავტოკრატი კრიმინალი" უწოდა, რომელიც ინტერნეტ-პროპაგანდას იყენებს იმისთვის, რომ აშშ-ს საზოგადოება შუაზე გახლიჩოს. 

"რუსეთს სურს ამერიკულ დემოკრატიას ძირი გამოთხაროს, ჩვენი ახლანდელი პრეზიდენტისგან განსხვავებით მე მკაცრად ვეწინააღმდეგები უცხო ქვეყნის ნებისმიერ მცდელობას ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში," - აცხადებს სანდერსი. 

BBC -ის ცნობით სანდერსი "საკუთარი სტილის" მქონე სოციალ-დემოკრატია, რომელიც ამ ეტაპზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს პოპულარობით ასწრებს და, თუ ასე გაგრძელდა, სწორედ ის მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. 

Facebook-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სანდერსის კამპანიაზე რუსული პროპაგანდის მხარდაჭერის ნიშნები არ არსებობს. ამასთან სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ რუსეთი ნოემბრის არჩევნებზე ტრამპის გამარჯვებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება აშშ-ს ამჟამინდელ პრეზიდენტს, ის ამ ყველაფერს ჭორებს უწოდებს. 

წყარო: BBC 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system