თავში

აშშ-სა და ევროპის მუზეუმები მესამედი პერსონალის შემცირებას გეგმავს

აშშ-სა და ევროპის მუზეუმები მესამედი პერსონალის შემცირებას გეგმავს
აშშ-სა და ევროპის მუზეუმები მესამედი პერსონალის შემცირებას გეგმავს

აშშ-სა და ევროპის მუზეუმები მესამედი პერსონალის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) წევრებმა რამდენიმე თვის წინ გამოკითხვა ჩაატარეს.

გამოკითხვაში 900-მა მუზეუმმა მიიღო მონაწილეობა. პასუხებიდან ცნობილი გახდა, რომ ისინი მესამედი (30,9%) მუდმივი თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლებას აპირებენ, ხოლო მუზეუმის პერსონალის ნახევარი (46,1%) დროებით მუშაობს იქ.

ცნობილია, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე მუზეუმების 16%-მა უკვე პერსონალის მეოთხედი სამსახურიდან გაათავისუფლა.

"მუზეუმის დახურვისთანავე მკვეთრად შემცირდა ვიზიტორთა რაოდენობა, რამაც მძიმე ეკონომიკური შედეგები მოიტანა, განსაკუთრებით მუზეუმებისთვის, რომლებიც მათ შემოსავალზე არიან დამოკიდებულები", - განაცხადეს ICOM-ის წევრებმა.

გამოკითხვაში მონაწილე მუზეუმების 68.5% სახელმწიფო სახსრებით ფინანსდება, ხოლო 25.8% - კერძო.

აღინიშნა, რომ აშშ-ის მუზეუმებში უფრო სავარაუდოა, რომ პერსონალის დათხოვნა დაგეგმონ, განსხვავებით ევროპისგან, ვინაიდან აშშ-ის მუზეუმებს ძირითადად ინდივიდუალური და საკუთარი სახსრებით აფინანსებენ.

"მუზეუმების დახურვა ძალიან მძიმე იქნება და ის სამუდამოდ იმოქმედებს მუზეუმების ფინანსურ მდგომარეობაზე", - ნათქვამია ICOM-ის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system