თავში

აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს
აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ლიბიასა და სირიაში არსებული ვითარება განიხილეს. ამის შესახებ ინფრომაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ორი ქვეყნის მეთაურმა, ასევე, კორონავირუსის ეპიდემიის საშიშროებასა და გამოწვევებზეც ისაუბრა.

"დღეს ჩვენს პრეზიდენტსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის  სატელეფონო საუბარი გაიმართა. მათ განიხილეს ორმხრივი საკითხები, ასევე  ლიბიასა და სირიაში არსებული სიტუაცია. მხარეებმა განაცხაეს, რომ ჩვენი ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით იბრძოლებენ", - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სახელმწიფო ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ასევე ხაზი გაუსვეს მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის შენარჩუნებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system