თავში

აშშ-ში 2 ამერიკელი დააკავეს, რომლებიც ISIS-ში გაწევრიანებას აპირებდნენ

აშშ-ში 2 ამერიკელი დააკავეს, რომლებიც ISIS-ში გაწევრიანებას აპირებდნენ
აშშ-ში 2 ამერიკელი დააკავეს, რომლებიც ISIS-ში გაწევრიანებას აპირებდნენ

აშშ-ის პოლიციამ ამერიკის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანებას აპირებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მეუღლეები ჯეიმს ბრედლი და არვა მუტანა სამართალდამცველებმა ნიუ-ჯერსიის საზღვაო ნავსადგურში დააპატიმრეს, საიდანაც ისინი სატვირთო გემით იემენში გამგზავრებას აპირებდნენ.

სავარაუდოდ,  ბრედლის და მის მეუღლეს უკვე შეფიცული ჰქონდათ "ისლამური სახელმწიფოსთვის" ერთგულება და ტერაქტის მოწყობასაც გეგმავდნენ, თუმცა აღმოაჩინეს, რომ დაზვერვის სამსახური მათ უთვალთვალებდა და ამიტომ ქვეყნიდან გაქცევა სცადეს.

სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციის თანახმად, გაქცევის მცდელობამდე, მეუღლეები გეგმავდნენ ტერორისტულ თავდასხმას ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, სავარაუდოდ კი, ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაზე

ჯეიმს ბრედლის და არვა მუტანას 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system