თავში

აშშ-ში 27 წლის ახალშობილი დაიბადა

​აშშ-ში 27 წლის ახალშობილი დაიბადა
აშშ-ში 27 წლის ახალშობილი დაიბადა

2020 წელს დაიბადა მოლი გიბსონი, რომელიც დაბადებას 27 წელი ელოდა. საქმე ის არის, რომ გოგონას ემბრიონი საყინულეში 27 წელი ინახებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. წელს კი თინა და ბენ გიბსონებმა, რომელთაც ბავშვის ჩასახვა არ შეძლოთ, გადაწყვიტეს, რომ მისი მშობლები გამხდარიყვნენ. მოლის ემბრიონმა ახალი რეკორდი დაამყარა - ის 27 წელი ინახებოდა გაყინულ მდგომარეობაში, მანამდე ეს რეკორდი მის უფროს დას - ემის ეკუთვნოდა, რომლის გაყინული ემბრიონი 24 წელი ინახებოდა.

ემი და მოლი გენეტიკური დები არიან. მათი ემბრიონები სპეციალისტებმა 1992 წელს გაყინეს.

ახალგაზრდა წყვილმა თინა და ბენ გიბსონებმა გაყინული ემბრიონის შეძენა წლების წინ გადაწყვიტეს, მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ საკუთარი ბიოლოგიური შვილის ყოლას ვერ შეძლებდნენ. მათ 3 წლის წინ ემის, წელს კი მოლის გაყინული ემბრიონი შეიძინეს და დღეს ორი შვილის მშობლები არია.

კაცობრიობის ისტორიაში პირველი ახალშობილი გაყინული ემბრიონიდან 1984 წელს გაჩნდა. სპეციალისტების თქმით, საყინულეში ემბრიონების შენახვა უვადოდ შეიძლება. შესაბამისად, მომავალში შეიძლება დაიბადოს ახალშობილი რომელიც უკვე, 30, 50, ან 100 წლისაა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system