თავში

აშშ-ში 33 ძაღლი წამებასა და სიკვდილს გადაარჩინეს

აშშ-ში 33 ძაღლი წამებასა და სიკვდილს გადაარჩინეს
აშშ-ში 33 ძაღლი წამებასა და სიკვდილს გადაარჩინეს

ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ ჯორჯიაში, სტივენსის ოლქის თავშესაფარში 33 ძაღლი წამოიყვანეს, რომლებიც საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი ტრაილერებსა და გარე გარდულებში, შარდის გუბეენში ცხოვრობდა. მათ ახლა ახალი საცხოვრებელი სახლი სჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაცის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თავშესაფრის მფლობელმა განაცხადა, რომ არ უნდოდა, ძაღლები დაეძინებინათ, ამიტომ მან დახმარებისთვის შესაბამის სამსახურს მიმართა. მან ასევე აღნიშნა, რომ ცხოველებზე ზრუნვას ვერ ახერხებდა.

"სტივენსის ოლქის თავშესაფარს არ შეეძლო ისეთი ზრუნვა და ყურადღება გაეწია ცხოველებისთვის, როგორსაც ისინი იმსახურებდნენ. მადლიერები ვართ, რომ ატლანტას ჰუმანური საზოგადოება გამოჩნდა და გვერდით დაგვიდგა", - ნათქვამია თავშესაფრის დირექტორის მიერ.

ატლანტას ჰუმანური საზოგადოების სპიკერმა განაცხადა, რომ ძაღლებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობის გაწევა სჭირდებათ. ზოგიერთ მათგან გულის ჭია ჰყავს, ასევე კანის პრობლემები და მრავალი სხვა მძიმე პრობლემა აღენიშნება. ცხოველებს ვეტერინარები მკურნალობენ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნებიან ცხოველები მზად ახალ პატრონებთან შესახვედრად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system