თავში

აშშ-ში 44 სკოლას სახელს შეუცვლიან

აშშ-ში 44 სკოლას სახელს შეუცვლიან
აშშ-ში 44 სკოლას სახელს შეუცვლიან

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, სან-ფრანცისკოში არსებულმა საგანმანათლებლო საბჭომ მხარი დაუჭირა რაიონის მრავალი სკოლის სახელის შეცვლას, მათ შორის არის ამერიკის პრეზიდენტების ჯორჯ ვაშინგტონისა და აბრაამ ლინკოლნის სახელები.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ საერთო ჯამში 44 სკოლის სახელის გადარქმევა გადაწყდა, იმის გამო, რომ მათი სახელები დაკავშირებულია კოლონიზაციასთან ან მონამფლობელებთან. გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელები ასოცირდება გენოციდის, რასისტთა, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ჩამდენ პირებთან.

ცნობილია, რომ სკოლების, კერძოდ, ვაშინგტონის, ლინკოლნისა და სან-ფრანცისკოს ყოფილი მერის დიან ფეინშტეინის სახელები წაიშლება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ სან-ფრანცისკოს სკოლების სტუდენტებისა და თანამშრომლების ოჯახებს ახალი სახელების შეთავაზება აპრილის შუა რიცხვებამდე შეუძლიათ. ოლქის  განათლების საბჭო ახალ სახელებს აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში უყრის კენჭს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system