თავში

აშშ-ში ადამიანის კბილებიანი თევზი დაიჭირეს

აშშ-ში ადამიანის კბილებიანი თევზი დაიჭირეს
აშშ-ში ადამიანის კბილებიანი თევზი დაიჭირეს

შეერთებულ შტატებში დაიჭირეს თევზი, რომელსაც ადამიანისნაირი კბილები აქვს. ამის შესახებ BBC წერს.

თევზის ფოტო ფეისბუქზე ადგილობრივმა მეთევზეთა გვერდმა Jennette's Pier-მა გაავრცელა.

მეთევზე ნათან მარტინმა აღნიშნა, რომ მას დიდი ხანია  დაკბილული თევზის დაჭერა უნდოდა, მაგრამ არ მოელოდა, რომ ამდენი კბილი ექნებოდა.

როგორც ფოტოებზეც ჩანს, თევზის კბილები ადამიანის თანკბილვასაც მნიშვნელოვნად ჰგავს. მას ცხვრისთავა თევზს უწოდებენ. იგი ცხოვრობს ჩრდილოეთ ამერიკის წყლებში, კეიპ კოდიდან და მასაჩუსეტსიდან ფლორიდამდე და მექსიკის ყურედან ბრაზილიამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system