თავში

აშშ-ში "აეროფლოტის" თანამშრომლები 50 მილიონის კონტრაბანდაზე დააკავეს

​აშშ-ში "აეროფლოტის" თანამშრომლები 50 მილიონის კონტრაბანდაზე დააკავეს
აშშ-ში აეროფლოტის თანამშრომლები 50 მილიონის კონტრაბანდაზე დააკავეს

აშშ-ში რუსული ავიაკომპანია "აეროფლოტის" მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები დააკავეს, რომელთაც რუსეთში 50 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროტექნიკის კონტრაბანდა ედებათ ბრალად. ინფორმაციას ამის შესახებ ნუი-იორკის აღმოსავლეთ ოლქის პროკურატურის ვებგვერდზეა განთავსებული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალი რუსეთის 10 მოქალაქეს აქვს წაყენებული. 8 პირი უკვე დაკავებულია და 2 ეჭვმიტანილზე ძებნაა გამოცხადებული.

ეჭვმიტანილები ჩართულები იყვნენ კონტრაბანდის დანაშაულებრივ სქემაში, რომლის საფუძველზეც Apple iPhone, iPad и Apple Watch-ის და სხვა ბრენდების ელექტროტექნიკა აშშ-დან რუსეთში გაჰქონდათ.

საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეები - აეროფლოტის ეკიპაჟის წევრები, ინსტრუქციის მიღების შემდეგ აშშ-ში გაემგზავრნენ, საიდანაც ელექტროტექნიკის უკანონო ექსპორტი უნდა განეხორციელებინათ. მათი ბარგისა და საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკისას სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით ელექტრონული მოწყობილობები აღმოაჩინეს, რომელთა უმეტესობა მოპარული იყო. დაკავებულებს ასევე 600 000$ ნაღდი ფული აღმოაჩნდათ.

გამოძიების შედეგად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონტრაბანდულ სქემაში ჩართულ აეროფლოტის 113 თანამშრომელს ვიზები გაუუქმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system