თავში

აშშ-ში აფროამერიკელების მხარდამჭერი პროტესტის 7 მონაწილე დაიჭრა

​აშშ-ში აფროამერიკელების მხარდამჭერი პროტესტის 7 მონაწილე დაიჭრა
აშშ-ში აფროამერიკელების მხარდამჭერი პროტესტის 7 მონაწილე დაიჭრა

7 დემონსტრანტი დაიჭრა პოლიციასთან დაპირისპირების დროს კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში. აქციის მონაწილეები აფროამერიკელი ქალის ბრიონა ტეილორის მკვლელობის გამოძიებას ითხოვდნენ, რომელიც მარტში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა რამდენიმე მაღაზიის ვიტრინა ჩაამტვრიეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მათ იარაღიდან არ უსვრიათ.

26 წლის აფროამერიკელი ქალი ბრიონა ტეილორი ჩხრეკაზე მისულმა პოლიციამ საკუთარ სახლში მოკლა. მას 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სამართალდამცავებმა იარაღი მას შემდეგ იხმარეს, რაც ახალგაზრდა ქალის მეგობარმა მამაკაცმა პოლიციას ესროლა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობებია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

მინეაპოლისში მასობრივი არეულობების ადგილებში აშშ-ის ეროვნული გვარდიის 500-მდე წევრი გააგზავნეს.

მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მინეაპოლისში არეულობების დროს ერთი ადამიანი მოკლეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system