თავში

აშშ-ში ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

აშშ-ში ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
აშშ-ში ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

აშშ-ის ხელისუფლებამ არიზონას შტატის მკვიდრი დააკავა, რომელსაც ერაყში ალ-ქაიდას ტერორისტული ორგანიზაციის დანაყოფის ხელმძღვანელობა ედება ბრალად. ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 42 წლის ალი იუსუფ აჰმედ ალ-ნური მას შემდეგ დააკავეს, რაც შეერთებულმა შტატებმა ერაყის ხელისუფლებისგან მისი ექსტრადიციის მოთხოვნა მიიღო.

ერაყის მთავრობის მიერ ამერიკის ხელისუფლებასთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აჰმედი ტერორისტული საკნის ლიდერი იყო, რომელიც ოპერაციებს ერაყის პოლიციის წინააღმდეგ გეგმავდა. იგი, სავარაუდოდ, 2006 წლის ივნისსა და ოქტომბერში პოლიციელების მკვლელობებში მონაწილეობდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ეჭვმიტანილის ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system