თავში

აშშ-ში აცხადებენ, რომ თუ ნავალნი ციხეში მოკვდება, რუსეთი პასუხს აგებს

აშშ-ში აცხადებენ, რომ თუ ნავალნი ციხეში მოკვდება, რუსეთი პასუხს აგებს
აშშ-ში აცხადებენ, რომ თუ ნავალნი ციხეში მოკვდება, რუსეთი პასუხს აგებს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალების შემთხვევაში, რუსეთი პასუხს აგებს. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

”რუსეთი გავაფრთხილეთ, რომ ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ციხეში ნავალნის გარშემო ხდება და  საერთაშორისო საზოგადოების წინაშე პასუხისგებაც მას მოუწევს”, - განაცხადა სალივანმა. 

თავად აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნავალნისთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას "აბსოლუტურად უსამართლოდ და  არაადეკვატური" უწოდა. 

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნიმ, ციხეში საკუთარი ექიმის შეშვების მოთხოვნით, შიმშილობა მარტის ბოლოს დაიწყო. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობა ეკარგება.

ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მისი სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა კრიტიკულია. მისი მკურნალი ექიმის, ვასილიევას განცხადებით, თუ მას არ უმკურნალებენ, შესაძლოა პაციენტი რამდენიმე დღეში მოკვდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system