თავში

აშშ-ში ბაიდენის ინაუგურაციამდე 5 ფედერალურ პატიმარს სიკვდილით დასჯიან

აშშ-ში ბაიდენის ინაუგურაციამდე 5 ფედერალურ პატიმარს სიკვდილით დასჯიან
აშშ-ში ბაიდენის ინაუგურაციამდე 5 ფედერალურ პატიმარს სიკვდილით დასჯიან

აშშ-ის ხელისუფლება ხუთი ფედერალური მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯას 2021 წლის 20 იანვრის, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე გეგმავს.

ცნობილია, რომ დეკემბერში სიკვდილით დასჯიან ბრენდონ ბერნარდს, რომელმაც 1999 წელს თანამონაწილესთან ერთად მოკლა ორი ადამიანი. ასევე სიკვდილით დასჯიან ალფრედ ბურჟუას, რომელმაც 2002 წელს საკუთარ ქალიშვილზე იძალადა და სიცოცხლეს გამოასალმა.

იანვარში, სიკვდილით დაისჯება ლისა ემ მონგომერი, რომელმა 2004 წელს ორსული ქალი მოკლა. გარდა ამისა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ნარკორეალიზატორ კორი ჯონსონს, რომელმაც 7 ადამიანი მოკლა და დასტინ ჰინგსი, რომელიც 1996 წელს სამი ქალის მკვლელობისთვის არის ბრალდებული.

ოფიციალური პირების განცხადებით, თუ ყველა სასიკვდილო განაჩენი აღსრულდება, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფედერალური ხელისუფლების მიერ სიკვდილით დასჯილი დამნაშავეების რიცხვი 13-ს მიაღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system