თავში

აშშ-ში ბრიტანული შტამით ინფიცირების 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში ბრიტანული შტამით ინფიცირების 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ში ბრიტანული შტამით ინფიცირების 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, 22 შტატში კორონავირუსის "ბრიტანული შტამით" ინფიცირების სულ მცირე 195 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ CNN წერს.

ახალი შტამით ინფიცირების უმეტეს შემთხვევები დაფიქსირებულია კალიფორნიაში (72 შემთხვევა), ფლორიდასა  (50) და ნიუ-იორკში (22).

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 818 779-ს შეადგენს. დაავადებას   414 004 ადამიანი ემსხვერპლა.

ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ზე 19 107 959 ადამიანი აიცრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system