თავში

აშშ-ში COVID-19-ის 88 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​აშშ-ში COVID-19-ის 88 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 88 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. 971 ადამიანი დაიღუპა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 944 934-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირებული 228 656 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც კორონავირუსით ინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system