თავში

აშშ-ში COVID-19-ის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა

აშშ-ში COVID-19-ის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა
აშშ-ში COVID-19-ის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 227 885 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უკვე მეორე დღეა აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება.

კორონავირუსით აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 2 607 ადამიანი გარდაიცვალა. მანამდე დღე-ღამეში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 217 000 შემთხვევა - 4 დეკემბერს გამოვლინდა.

აშშ-ში პანდემიის გავრცელებიდან დღიდან კორონავირუსი 14,3 მილიონ ადამიანს დაუდგინდა. გარდაიცვალა 279 000 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა.

ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ამ დრომდე 66 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system