თავში

აშშ-ში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

აშშ-ში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
აშშ-ში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 84 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 

შეერთებული შტატები, როგორც კორონავირუსით გარდაცვლილთა, ასევე ინფიცირებულთა რაოდენობით, მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. 

ბოლო 24 საათში COVID-19-ს აშშ-ში 925 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8.54 მილიონს აჭარბებს, ხოლო დაავადებას 224 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system