თავში

აშშ-ში COVID-19-ის ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობა შეწყვიტეს

აშშ-ში COVID-19-ის ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობა შეწყვიტეს
აშშ-ში COVID-19-ის ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობა შეწყვიტეს

აშშ-ის კლინიკებმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენებაზე უარი განაცხადეს. პრეპარატს დიდ რეკომენდაციას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უწევდა. კვლევებმა აჩვენა, რომ მალარიის საწინააღმდეგო წამალი კორონავირუსზე არაეფექტური იყო და სიკვდილიანობის მაღალ რისკს შეიცავდა.

ათწლეულების წინ შექმნილ ანთებისა და ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტზე იმედები ლაბორატორიული კვლევების შემდეგ გაჩნდა, თუმცა ადამიანებში მისმა გამოყენებამ დადებითი ეფექტი ვერ აჩვენა.

ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენებაზე უარი განაცხადეს საფრანგეთშიც. ქვეყნის წამლებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ პრეპარატზე კლინიკური კვლევების შეჩერება გადაწყვიტა. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნებით იყო განპირობებული.

COVID-19-ის მკურნალობის ფარგლებში, ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის შესწავლა, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო, დროებით შეწყვიტა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც. ეს გადაწყვეტილება ჯანმო-მ მას შემდეგ მიიღო, რაც სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ითქვა,  რომ კორონავირუსის მკურნალობისას ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის დადებითი შედეგები არ დაადასტურა. სპეციალისტების თქმით, პაციენტების უმეტესობა, რომლებსაც ამ მედიკამენტებით მკურნალობდნენ, იღუპებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system