თავში

აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა
აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევები რეკორდულად იზრდება, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 45 242 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტთა რაოდენობა 125 ათასს აჭარბებს. აშშ–ში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ინფიცირების 2 467 510 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 663 ათასზე მეტი ადამიანი.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკის,  არიზონის,  ჯორჯიის, კალიფორნიის, ტეხასისა და  ფლორიდის შტატებში ფიქსირდება.

მსოფლიოში ინფექციების რაოდენობამ 9,4 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 484 ათასზე მეტი ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system