თავში

აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვალების ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო

აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვალების ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო
აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვალების ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 39,015-მდე გაიზარდა. სულ შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ინფექციით 738,923 ადამიანი დაინფიცირდა. 1 800 ადამიანი გასული 24 საათის განმავლობაში დაიღუპა, ხოლო 31 ათასზე მეტი დაინფიცირდა. მანამდე, ერთი დღით ადრე ინფექციას 3,857 ადამიანი ემსხვერპლა, შესაბამისად გასულ დღე გარდაცვალების ახალი შემთხვევები სულ მცირე ორჯერ შემცირდა.

ვირუსის გავრცელებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ ნიუ-იორკში ფიქსირდება. აქ კორონავირუსი 241,041 ადამიანს დაუდგინდა. გარდაიცვალა 17,671 პაციენტი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის ინფექციისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი 68,285-მდე გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system