თავში

აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა 99%-ს აცრა არ ჰქონდა

აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა 99%-ს აცრა არ ჰქონდა
აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა 99%-ს აცრა არ ჰქონდა

ბოლო დრის ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19-ით დაღუპულთა 99.2%-ს არავაქცინირებული პირები შეადგენენ, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

”თუ გადავხედავთ გარდაცვლილთა რაოდენობას, გარდაცვლილთა დაახლოებით 99,2% აცრილი არ იყო. სინამდვილეში, სამწუხარო და ტრაგიკულია, რომ მათი უმეტესობის თავიდან აცილება და პრევენცია შესაძლებელი იყო. ამ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ვაქცინირებული არ იყო", - განაცხადა მან.

ფაუჩის თქმით, ქვეყანაში ყველა მსურველისთვის ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა.

მან ადამიანებს მოუწოდა, „ყველა უთანხმოება გადადონ და გააცნობიერონ, რომ საერთო მტერი ვირუსია“.

გარდა ამისა, ფაუჩიმ ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის "დელტა" შტამმა, შესაძლოა, უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ ტიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე უფრო ადვილად გადადის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system