თავში

აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 25 ათასს აღწევს

აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 25 ათასს აღწევს
აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 25 ათასს აღწევს

აშშ-ში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 978 ადამიანი დაიღუპა. შტატებში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 24,618-ს მიაღწია.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ნიუ იორკში, სადაც 10,834 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობითაც გლობალური ლიდერია, ქვეყანაში კორონავირუსი სულ 591,285 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის ინფიცირების 4,344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გასული დღე-ღამის განმავლობაში. გამოჯანმრთელდა 37,449 პაციენტი.

შეერთებული შტატები, როგორც COVID19-ით ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system