თავში

აშშ-ში COVID-19-ით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე "ესპანური გრიპით"

​აშშ-ში COVID-19-ით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე "ესპანური გრიპით"
აშშ-ში COVID-19-ით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე ესპანური გრიპით

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტმა აშშ-ში კოროვირუსის პანდემიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. სპეციალისტებმა დაღუპულთა რიცხვი მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ესპანური გრიპის ეპიდემიის მსხვერპლთა რაოდენობას შეადარეს. ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური ცენტრის მონაცემებით, 1918-1919 წლებში ესპანური გრიპის ეპიდემიის მსხვერპლთა რიცხვი 675 000 იყო. ამჟამად, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 675 885 ადამიანს შეადგენს.

უნივერსიტეტში აღნიშნეს, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობა "დელტა" შტამის გავრცელების ფონზე იზრდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system