თავში

აშშ-ში COVID-19-ზე მოსახლეობის 20% აიცრა

აშშ-ში COVID-19-ზე მოსახლეობის 20% აიცრა
აშშ-ში COVID-19-ზე მოსახლეობის 20% აიცრა

აშშ-ში კორონავირუსზე ვაქცინაცია 66 მილიონზე მეტ ადამიანს, მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს ჩაუტარდა. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განაცხადეს. 

ამასთან, 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა (10.5%) უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო. 

შეერთებულ შტატებს კორონავირუსის სულ 133,3 მლნ. დოზა გადაეცა, აქედან 101 მილიონზე მეტი ინექცია უკვე გაკეთდა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო. რომ მარტის ბოლომდე ვაქცინირებულთა რაოდენობა 100 მილიონს მიაღწევს.  

შეერთებულ შტატებში მოსახლეობის ვაქცინაციისათვის Pfizer-ის, Moderna-სა და Johnson&Johnson-ის ვაქცინებს იყენებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system