თავში

აშშ-ში COVID-19-ზე ვაქცინაცია 14 დეკემბრიდან დაიწყება

აშშ-ში COVID-19-ზე ვაქცინაცია 14 დეკემბრიდან დაიწყება
აშშ-ში COVID-19-ზე ვაქცინაცია 14 დეკემბრიდან დაიწყება

შეერთებულ შტატებში 14 დეკემბრიდან კორონავირუსის ვაქცინაციის კამპანია იწყება. კომპანია BioNTech–ისა და Pfizer–ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვაქცინაციის 145 ცენტრს გადაეცემა. ამის შესახებ შაბათს, თეთრი სახლის მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გენერალმა გუს პერნამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის ტრანსპორტირება უკვე დაწყებულია. 

ვაქცინაცია პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მუშაკებსა და მოხუცთა თავშესაფარში მყოფ პირებს ჩაუტარდებათ. 

მანამდე, 12 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია უახლოეს 24 საათში დაიწყებოდა.

შეგახსენებთ, კომპანია Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ან ლიცენზირებული არ არის, თუმცა, 12 დეკემბერს ადმინისტრაციამ 16 წელს მიღწეულ პირებში მისი გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოყენების ნებართვა გასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system