თავში

აშშ-ში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ე.წ. ბუსტერული დოზით აცრის ნებართვა გასცა

​აშშ-ში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა
აშშ-ში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ე.წ. ბუსტერული დოზით აცრის ნებართვა გასცა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 65 წელს გადაცილებულებისთვის და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეებისთვის Pfizer-ის ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა გასცა. ინფორმაციას სააგენტო AP ავრცელებს.

ამ კატეგორიის ადამიანებს მესამე დოზით აცრა მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, 6 თვის შემდეგ შეიძლიათ.

ცნობისთვის, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 65 წელს გადაცილებულებისთვის და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეებისთვის Pfizer-ის ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა 23 სექტემვერს გასცა.

მანამდე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 65 წელს გადაცილებული და მძიმედ დაავადების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეებისთვის ე.წ. ბუსტერული დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა, თუმცა მესამე დოზის უფრო ფართოდ გამოყენებას და ყველას მოქალაქისთვის შეთავაზებას მხარი არ დაუჭირა. მრჩეველთა კომიტეტის განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და ასევე უსაფრთხოების შესახებ მეტი მონაცემებია საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system