თავში

აშშ-ში დელტა შტამის საფრთხეზე საუბრობენ

​აშშ-ში დელტა შტამის საფრთხეზე საუბრობენ
აშშ-ში დელტა შტამის საფრთხეზე საუბრობენ

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, "დელტა" ეწოდება, უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული ვარიანტი და უფრო მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ფედერალური ცენტრების ხელმძღვანელმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას NBC ავრცელებს.

"ინდური ვარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული. არსებობს ვარაუდი, რომ ის უფრო მძიმე დაავადებებს იწვევს, ამიტომ ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით", - განაცხადა ვალენსკიმ.

ვალენსკის თქმით, ამერიკელი სპეციალისტები თვლიან, რომ "დელტა" შტამისგან დაცვას სრული ვაქცინაცია უზრუნველყოფს. ამასთან, მისი თქმით, ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის მიღება, შესაძლოა, არასაკმარისი აღმოჩნდეს.

ცნობისთვის, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში განაცხადეს, რომ აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის "დელტა" შტამის წილი ევროკავშირის ტერიტორიაზე ინფიცირებაში 90%-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system