თავში

აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ყრილობა გადაიდო

აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ყრილობა გადაიდო
აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ყრილობა გადაიდო

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა COVID-19-ის ეპიდემიის გამო პარტიული ყრილობა გადადო, სადაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანიდანტი უნდა დაესახელებინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დემოკრატიული პარტიის ყრილობა ვისკონსინის შტატში, ქალაქ მილუოკში 17 აგვისტოს გაიმართება.

”დღევანდელ გაურკვეველ პირობებში, ყველაზე მართებულად მიგვაჩნია, მეტი დრო მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას დავუთმოთ და ყრილობის ჩასატარებლად უსაფრთხო პერიოდი ავირჩიოთ. ამ კრიტიკულ დროს, ჩვენ გავაგრძელებთ მდგომარეობის მონიტორინგს და დავიცავთ ჯანდაცვის ორგანიზაციათა რეკომენდაციებს”,- განაცხადა დემოკრატიული პარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯო სოლმონესმა.

ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ქალაქ შარლოტაში, აგვისტოს ბოლოს რესპუბლიკური პარტიის ყრილობა გაიმართება, რომლის დროსაც, დონალდ ტრამპის კანდიდატურას მეორე ვადით წარადგენენ. ტრამპის განცხადებით, აღნიშნული ყრილობა არ გადაიდება და მოვლენების განვითარების მიუხედავად, დათქმულ დროს ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system