თავში

აშშ-ში დიდთოვლობას 21 ადამიანი ემსხვერპლა

​აშშ-ში დიდთოვლობას 21 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში დიდთოვლობას 21 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ს 70 პროცენტი თოვლითაა დაფარული. ყველაზე რთული მდგომარეობა ტეხასის, ლუიზიანისა და კენტუკის შტატებში ფიქსირდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დიდთოვლობის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის ზონებში ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ათასობით ავიარეისი გადაიდო.

ამასთან, აშშ-ის 21 ქალაქში რეკორდული ყინვები დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.

ქალაქებში ლინკოლნი და ჰასტინგში ტემპერატურა -35 და -34 გრადუსამდე დაეცა. ახალ ორლეანში -3,8 გრადუსი იყო.

ჯამში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა 11 შტატში - ნებრასკაში, აიოვაში, კანზასში, მისურიში, ოკლაჰომაში, ტეხასში, ტენესიში, არკანზასში, ალაბამაში, მისისიპისა და ლუიზიანაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system