თავში

აშშ-ში ძლიერი ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს - VIDEO

​აშშ-ში ძლიერი ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
აშშ-ში ძლიერი ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს - VIDEO

აშშ -ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ გრანდ ლეიკის შემოგარენში ტყის მასშტაბური ხანძარი ერთ კვირაზე მეტია მძვინვარებს. ცეცხლი, რომელიც ქარის გაძლიერების გამო ჩრდილოაღმოსავლეთით მიემართება, ფეთქებადსაშიშ ვითარებას ქმნის. ქალაქისა და 34-ე მაგისტრალის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეებს სახლების დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანეს. ამ დროისთვის მათი უსაფრთხო ადგილას ევაკუაცია მიმდინარეობს. დაკეტილია როქი მაუნთინის ეროვნული პარკიც.

ცეცხლი თავდაპირველად 14 ოქტომბერს გოგირდის ცხელი წლის საბადოების მიდამოებში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.  

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system